გაზ-63  (ГАЗ-63, GAZ-63 )

მწარმოებელიგორკის ავტოქარხანა (ГАЗ)
მოდელიგაზ-63
(ГАЗ-63; GAZ-63)
გამოშვების წლები1947 – 1968
ძარა4 2 კარი, სატვირთო, კაპოტიანი
ამძრავის ტიპი4 × 4, ორი წამყვანი ღერძით, წინა ხიდის ხელით ჩართვა
ძრავაГАЗ-51, 6 ცილინდრი,
3485 კუბ. სმ, 70 ცხ. ძ.
გადაცემათა კოლოფიმექანიკური, 4 საფეხურიანი.
მაქს. სიჩქარე65 კმ./სთ.
ავზის მოცულობა90 – 105 ლ.
საწვავის ხარჯი25 – 30 ლ. / 100 კმ.
გაბარიტები5525x2200x2245 მმ.
ტვირთამწეობა2000 კგ.
წონა3200 კგ.

ბორბლების 4×4 ფორმულისმქონე სატვირთო მანქანის პროექტირება სგორკის ავტოქარხანა ჯერ კიდევ 1938 წელს შეუდგა, პირველი საცდელი ეგზემპლარები 1939-1940 წლებში შეიქმნა, თუმცა სერიულად გამოშვება მხოლოდ ომის შემდეგ, 1948 წელს დაიწყეს. მას გაზ-63 (ГАЗ-63) ინდექსი მიანიჭეს.

მანქანა ექვსცილინდრიანი ГАЗ-51 ძრავის ბაზაზე იყო აწყობილი, გათვალისწინებული იყო წინა ხიდის გათიშვა. რთულ გზებზე გადაადგილებისას ჰაერის წნევა საბურავებში 0,7 კგ/სმ2 -მდე მცირდებოდა, თუმცა სპეციალური კომპრესორი ამისთვის გათვალისწინებული არ იყო.

წნევა საბურავებში ერთ-ერთი სანთლის ნაცვლად ჩახრახნილი მოწყობილობის მეშვეობით რეგულირდებოდა. ძრავა ამ რეჟიმში 5 ცილინდრზე მუშაობდა, მანქანის სიჩქარე 10 კმ/სთ-ს არ აღემატებოდა, ხოლო საბურავების რესურსი მხოლოდ 150 კმ-ს შეადგენდა (ჩვეულებრივი რეჟიმისთვის გარანტირებული 10 ათასის ნაცვლად).

50-60 -ან წლებში გაზ-63 საბჭოთა კავშირში ყველაზე მასობრივი ყველგანმავალი სატვირთო მანქანა იყო. მისი წარმოება 1968 წლამდე გაგრძელდა, რის მერეც ის კონვეიერზე გაზ-66 -მა ჩაანაცვლა. სულ გორკის ქარხანამ 474 464 ცალი გაზ-63 გამოუშვა.

50-60 -ან წლებში გაზ-63 საბჭოთა კავშირში ყველაზე მასობრივი ყველგანმავალი სატვირთო მანქანა იყო. მისი წარმოება 1968 წლამდე გაგრძელდა, რის მერეც ის კონვეიერზე გაზ-66 -მა ჩაანაცვლა. სულ გორკის ქარხანამ 474 464 ცალი გაზ-63 გამოუშვა.

© თბილისის ავტომუზეუმი. 2019