“ჩაიკა” გაზ-13, თეთრი (“Чайка” ГАЗ-13; “Chaika” GAZ-13)

მწარმოებელიგორკის ავტოქარხანა (ГАЗ)
მოდელიგაზ-13 ”ჩაიკა”
(ГАЗ-13 “Чайка”; GAZ-13 “Chaika”)
გამოშვების წლები1959 – 1981
ძარა4 კარი, სედანი, ლიმუზინი (7 ადგილი),
ფაეტონი (6 ადგილი)
ამძრავის ტიპი4 × 2, უკანა წამყვანი ღერძი
ძრავაГАЗ-13, ГАЗ-13Д. 8 ცილინდრი
5526 კუბ.სმ, 195, 215 ცხ.ძ.
გადაცემათა კოლოფიავტომატური, ჰიდრომექანიკური, 3 საფეხურიანი
მაქს. სიჩქარე160 კმ./სთ.
ავზის მოცულობა80 ლ.
საწვავის ხარჯი21 ლ. / 100 კმ.
გაბარიტები5600x2000x1620 მმ.
ტვირთამწეობა600 კგ.
წონა2100 კგ.

ყველა სამთავრობო ავტომობილის მსგავსად, გაზ-13 „ჩაიკის“ ოფიციალური ფერი შავი იყო, თუმცა არსებობდა იშვიათი გამონაკლისებიც. ჯერ კიდევ სერიულად გამოშვებამდე, „ექსპო-58“ მსოფლიო გამოფენაზე ბელგიაში გაიგზავნა რძისა და ფირუზის ფერებში გადაწყვეტილი მანქანა მოოქროვილი რადიატორის გისოსით – მანქანების ორ ფერად შეღებვა იმხანად მოდაში იყო.

კიდევ ერთი საგამოფენო მანქანა ჟოლოსფრად და თეთრად იყო შეღებილი. წითელი ფერის „ჩაიკით“ მოსკოვისა და როსტოვის სახანძრო დაცვის უფროსები სარგებლობდნენ.

რაც შეეხება თეთრი ფერის მანქანებს, ცნობილია, რომ ერთადერთი “ქარხნული” თეთრი „ჩაიკა“ სპეციალურად პირველი კოსმონავტი ქალისთვის, ვალენტინა ტერეშკოვასთვის იყო დამზადებული და მას ემსახურებოდა – კერძო მფლობელობაში “ჩაიკის” ყოლა კოსმონავტებისთვისაც კი არ იყო დაშვებული.

თავდაპირველად სამთავრობო ფარეხებიდან ჩამოწერილი “ჩაიკები” უტილიზაციას ექვემდებარებოდნენ, მხოლოდ 70-80-ან წლებში დაიწყეს მათი ნაწილის ქორწინების სახლების გადაცემა, სადაც საქორწილო ლიმუზინებად იყენებდნენ. ამრიგად, ყველა რიგით ადამიანს მიეცა შანსი, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაესეირნა “ჩაიკით”. ამ მანქანებს ხშირად თეთრად ღებავდნენ.

ჩვენ მუზეუმში წარმოდგენილია როგორც შავი, ასევე თეთრი ფერის „ჩაიკა“.

უფრო ვრცლად “ჩაიკა” გაზ-13-ის შესახებ შეგიძლიათ შეიტყოთ აქ.

© თბილისის ავტომუზეუმი. 2019