
მწარმოებელი | გორკის ავტოქარხანა (ГАЗ) |
მოდელი | გაზ-63 (ГАЗ-63; GAZ-63) |
გამოშვების წლები | 1947 – 1968 |
ძარა | 4 2 კარი, სატვირთო, კაპოტიანი |
ამძრავის ტიპი | 4 × 4, ორი წამყვანი ღერძით, წინა ხიდის ხელით ჩართვა |
ძრავა | ГАЗ-51, 6 ცილინდრი, 3485 კუბ. სმ, 70 ცხ. ძ. |
გადაცემათა კოლოფი | მექანიკური, 4 საფეხურიანი. |
მაქს. სიჩქარე | 65 კმ./სთ. |
ავზის მოცულობა | 90 – 105 ლ. |
საწვავის ხარჯი | 25 – 30 ლ. / 100 კმ. |
გაბარიტები | 5525x2200x2245 მმ. |
ტვირთამწეობა | 2000 კგ. |
წონა | 3200 კგ. |
ბორბლების 4×4 ფორმულისმქონე სატვირთო მანქანის პროექტირება სგორკის ავტოქარხანა ჯერ კიდევ 1938 წელს შეუდგა, პირველი საცდელი ეგზემპლარები 1939-1940 წლებში შეიქმნა, თუმცა სერიულად გამოშვება მხოლოდ ომის შემდეგ, 1948 წელს დაიწყეს. მას გაზ-63 (ГАЗ-63) ინდექსი მიანიჭეს.

მანქანა ექვსცილინდრიანი ГАЗ-51 ძრავის ბაზაზე იყო აწყობილი, გათვალისწინებული იყო წინა ხიდის გათიშვა. რთულ გზებზე გადაადგილებისას ჰაერის წნევა საბურავებში 0,7 კგ/სმ2 -მდე მცირდებოდა, თუმცა სპეციალური კომპრესორი ამისთვის გათვალისწინებული არ იყო.

წნევა საბურავებში ერთ-ერთი სანთლის ნაცვლად ჩახრახნილი მოწყობილობის მეშვეობით რეგულირდებოდა. ძრავა ამ რეჟიმში 5 ცილინდრზე მუშაობდა, მანქანის სიჩქარე 10 კმ/სთ-ს არ აღემატებოდა, ხოლო საბურავების რესურსი მხოლოდ 150 კმ-ს შეადგენდა (ჩვეულებრივი რეჟიმისთვის გარანტირებული 10 ათასის ნაცვლად).

50-60 -ან წლებში გაზ-63 საბჭოთა კავშირში ყველაზე მასობრივი ყველგანმავალი სატვირთო მანქანა იყო. მისი წარმოება 1968 წლამდე გაგრძელდა, რის მერეც ის კონვეიერზე გაზ-66 -მა ჩაანაცვლა. სულ გორკის ქარხანამ 474 464 ცალი გაზ-63 გამოუშვა.

50-60 -ან წლებში გაზ-63 საბჭოთა კავშირში ყველაზე მასობრივი ყველგანმავალი სატვირთო მანქანა იყო. მისი წარმოება 1968 წლამდე გაგრძელდა, რის მერეც ის კონვეიერზე გაზ-66 -მა ჩაანაცვლა. სულ გორკის ქარხანამ 474 464 ცალი გაზ-63 გამოუშვა.
© თბილისის ავტომუზეუმი. 2019