Geo Flag2 EN Flag
Pin It

 

"ვარშავა" - პოლონური "პობედა" 

 

"პობედის" წარმომავლობის შესახებ რამდენიმე ლეგენდას შეიძლება მოკრათ ყური. იმასაც ამბობდნენ, თითქოსდა ის პოლონური ავტომობილის "კლონი" იყო, რომელსაც სახელად "ვარშავა" ერქვა. სინამდვილეში ყველაფერი პირიქით იყო.

 warszawa00

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პოლონეთში აშენებულ ავტოსაწრმო FSO-ს ლიცენზიით იტალიური Fiat 1100 უნდა გამოეშვა. ამ ამბავმა სტალინის ყურამდე მიაღწია. ბელადის რისხვას საზღვარი არ ჰქონდა - მისი თქმით, სოციალისტურ ქვეყნებს პირველ რიგში ერთმანეთთან უნდა ეთანამშრომლათ. შედეგად ამისა იტალიელებთან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყდა, სანაცვლოდ კი საბჭოთა კავშირმა ქარხანას მ-20 "პობედას" წარმოებისთვის საჭირო დოკუმენტაცია და დანადგარები გადასცა.

 warszawa01

პირველი "ვარშავის" აწყობა ოქტომრის რევოლუციის წლისთავს დაამთხვიეს - ის კონვეიერიდან 1951 წლის 6 ნოემბერს ჩამოვიდა. წლის ბოლომდე სულ 75 მანქანის აწყობა მოხერხდა. თავდაპირველად წელიწადში 25 000 მანქანის გამოშვება იგეგმებოდა, მაგრამ პირველ წლებში ამ მაჩვენებლის მიღწევა არარეალური აღმოჩნდა.
თავდაპირველად "ვარშავა" გორკის ქარხნიდან მოწოდებული კომპლექტებიდან ეწყობოდა და ორიგინალისგან თითქმის არაფრით განსვავდებოდა, ინდექსიც იგივე დარჩა - მ-20.

warszawa000

შემდგომში დაიწყო ცალკეული კომპონენტების ადგილობრივი ნაწარმით ჩანაცვლება. 1953 წლის სექტემბრიდან ძრავას უკვე მთლიანად ადგილზე აწყობდნენ, 1954 წელს ადგილზე დამზადდა პირველივე ძარა, 1956 წლიდან კი ქარხანა მთლიანად პოლონური დეტალებისგან აწყობილ მანქანებს უშვებდა.

warszawa02

მოდელის პირველი სერიუზული მოდერნიზაცია 1957 წელს ჩატარდა. თავდაპირველად მას M20 model 57 ეწოდა, შემდგომში კი Warszawa 200. შეიცვალა რადიატორის გისოსის, ფარნების დიზაინი, მანქანამ უფრო თანამედროვე იერსახე შეიძინა. ძრავის სიმძლავრე 52 ცხ. ძ-მდე გაიაზარდა, რის წყალობითაც მაქსიმალურმა სიჩქარემ 115 კმ/სთ-ს მიაღწია. სალონმა ორფერიანი სავარძლები, ახალი საჭე და საფერფლე შეიძინა.

1960 წელს გამოვიდა ახალი მოდელი ინდექსით 201. მან მიიღო ახალი უკანა ოპტიკა და წინა მოხვევის მაჩვენებლები. წინა დაკიდებაზე დააყენეს ახალი ტიპის ტელესკოპური ამორტიზატორები. ბორბლების დიამეტრი 16-დან 15 დიუმამი შეამცირეს. შეიცვალა კარბიურატორიც - ეკონონაიზერით აღჭურვილი პოლონური წარმოების G35 BEJ-ით. მექანიკური სტარტერი ელექტრომაგნიტურით შეცვალეს, მინის საწმენდი ორსიჩქარიანი გახდა, გაიზარდა აკუმულატორის ტევადობა.

warszawa031

1962 წელს ქარხანამ გამოუშვა მოდელი 202, რომელიც პოლონური წარმოების ძრავით - S21-ით იყო აღჭურვილი. მისი სიმძლავრე 70 ცხ. ძ. შეადგენდა, შესაბამისად გაიზარდა მაქსიმალური სიჩქარეც - 130 კმ/სთ-მდე.

მოდერნიზაციის მიუხედავად, მანქანა კვლავაც ძველი, "კუზიანი" ძარით გამოდიოდა (რის გამოც პოლონელები მეტსახელად "გარბუშკას" ეძახდნენ). სამოციანი წლების დასაწყისში დაიწყო მუშაობა სამმოცულობიან ძარაზე - სედანზე. ერთ-ერთ პირველ პროტოტიპზე უკანა მინა უარყოფითი დახრით იყო დაყენებული, თუმცა შემდგომში ეს იდეა არ განხორციელდა.

warszawa04

უნდა ითქვას, რომ "პობედას" ბაზაზე სედანის გამოშვებას გორკის ქარხანაშიც ცდილობდნენ. 1948 წელს დამზადდა ექსპერიმენტალური მოდელის - Победа-НАМИ -ს საცდელი ეგზემპლიარი, თუმცა სერიაში ის არ წასულა. 1952 წლისთვის იგეგმებოდა "პობედის" ახალი მოდიფიკაციის გამოშვება სედანის ძარით, რომელიც "ზიმის" შემცირებულ ვერსიას წააგავდა. საბოლოოდ ქარხანა ახალი მოდელის, "ვოლგა" გაზ-21 -ის გამოშვებაზე გადაერთო, და "პობედის" მოდიფიცირებაზე მუშაობა შეწყდა.
1964 წელს გამოშვებულ "ვარშავას" ახალ მოდელს S-21 ძრავით 203 ინდექსი მიანიჭეს, ხოლო М-20 ძრავით - 204. 1968 წელს, კომპანია "პეჟოს" (Peugeot) პროტესტის შემდეგ, მოდელების ინდექსი 223/224 -ით შეცვალეს.

warszawa05

1967 წლიდან ცალკეულ საექსპორტო მოდელებზე Perkins 4.108 დიზელის ძრავას აყენებდნენ. 1970 წლიდან გამოშვებული მანქანები ოთხსაფეხურიანი გადაცემათა კოლოფით იყო აღჭურვილი, იატაკზე განლაგებული გადასართავით.

სედანის გარდა, ქარხანა უშვებდა ასევე სატვირთო ფურგონს (ინდექსით 201F, შემდგომში - 203F და 204F).

warszawa051

1965 წლიდან - უნივერსალს Warszawa Kombi (203K და 204K, შემდგომში - 223K და 224K). გამოდიოდა ასევე სპეციალური მოდიფიკაციები - ტაქსოპარკებისთვის, მილიციისთვის, სასწრაფო დახმარების სადგურებისთვის (202A, 223A), საფოსტო სამსახურისთვის.

warszawa07

warszawa08

სხვადასხვა მოდელის ბაზაზე უშვებდნენ ასევე პიკაპებს, რომელთა წარმოება თავდაპირველად ველომრბოლელთა თხოვნით წამოიწყეს - მათ სათადარიგო ველოსიპედების ტრანსპორტირებისთვის იყენებდნენ.

warszawa09

ცალკე უნდა აღინიშნოს "ვარშავის" ბაზაზე შექმნილი სარკინიგზო დრეზინა. წვრილი ავტოსარემონტო სახელოსნოები დრეზინებს სხვადსხვა არსებული მანქანისგან აწყობდნენ, მაგრამ დრეზინა "ვარშავის" ბაზაზე ქარხნული წესით მზადდებოდა. დრეზინის მაქსიმალური სიჩქარე 105 კმ/სთ შეადგენდა, თუმცა რკინიგზაზე 80 კმ/სთ-ით იზღუდებოდა. დამატებითი განათების დაყენების შემდეგ მოძრაობა ორივე მიმართულებით გახდა შესაძლებელი. გამოშვებული დრეზინების ზუსტი რაოდენობა უცნობია. არსებული მონაცემებით, საექსპორტოდ 200-მდე ერთეული იყო გატანილი, პოლონურ რკინიგზაზე კი ერთდროულად 70-80 დრეზინა მუშაობდა.

 warszawa10

"ვარშავას" წარმოება1973 წლამდე გაგრძელდა - "პობედას" შემდგომი მოდელზე - "ვოლგა" გაზ-21-ზე 3 წლით უფრო დიდხანს. 22 წლის განმავლობაში მანქანის კონსტრუქციაში 4000 მეტი ცვლილება იყო იყო შეტანილი. სულ 1951-დან 1973 წლამდე ქარხანამ 254 471 "ვარშავას" ეგზემპლიარი გამოუშვა - უფრო მეტი, ვიდრე გორკის ქარხანამ "პობედა" (241 497 ეგზემპლარი 12 წლის განმავლობაში).

"ვარშავას" კომპონენტების ბაზაზე უშვებნენ ჩვენში თავის დროზე ფართოდ გავრცელებულ Żuk და Nysa-ს, ასევე სატვირთო-სამგზავრო Tarpan-ს.

 

© თბილისის ავტომუზეუმი. 2019

 

Pin It

Premium Downlaod Templatesby bigtheme.org

София Дървени дъски

София Иглолистен дървен материал

Online bookmaker Romenia bet365