გაზ-63 (ГАЗ-63, GAZ-63 )
მწარმოებელი | გორკის ავტოქარხანა (ГАЗ) |
მოდელი |
გაზ-63 (ГАЗ-63; GAZ 63) |
გამოშვების წლები | 1947 - 1968 |
ძარა | 2 კარი, სატვირთო, კაპოტიანი. |
ტიპი |
4 × 4, ორი წამყვანი ღერძით |
ძრავა |
ГАЗ-51, 6 ცილინდრი, 3485 კუბ.სმ, 70 ცხ.ძ. |
გადაცემათა კოლოფი | მექანიკური, 4 საფეხურიანი. |
მაქს. სიჩქარე | 65 კმ./სთ. |
ავზის მოცულობა | 90 - 105 ლ. |
საწვავის ხარჯი | 25 - 30 ლ. / 100 კმ. |
გაბარიტები | 5525x2200x2245 მმ. |
ტვირთამწეობა | 2000 კგ. |
წონა | 3200 კგ. |
4x4 ბორბლების ფორმულის მქონე სატვირთო მანქანის პროექტირებას გორკის ავტოქარხანა ჯერ კიდევ 1938 წელს შეუდგა, პირველი საცდელი ეგზეპლარები 1939 -1940 წლებში შეიქმნა, თუმცა სერიულად გამოშვება მხოლოდ ომის შემდეგ, 1948 წელს დაიწყეს. მას გაზ-63 (ГАЗ-63) ინდექსი მიანიჭეს.
მანქანა ექვსცილინდრიანი ГАЗ-51 ძრავის ბაზაზე იყო აწყობილი, გათვალისწინებული იყო წინა ხიდის გათიშვა. რთულ გზებზე გადაადგილებისას ჰაერის წნევა საბურავებში 0,7 კგ/სმ2 -მდე მცირდებოდა, თუმცა ამისთვის სპეციალური კომპრესორი გათვალისწინებული არ იყო.
წნევა საბურავებში ერთ-ერთი სანთლის ნაცვლად ჩახრახნილი მოწყობილობის მეშვეობით რეგულირდებოდა. ძრავა ამ რეჟიმში 5 ცილინდრზე მუშაობდა, მანქანის სიჩქარე 10 კმ/სთ-ს არ აღემატებოდა, ხოლო საბურავების რესურსი მხოლოდ 150 კმ-ს შეადგენდა (ჩვეულებრივი რეჟიმისთვის გარანტირებული 10 ათასის ნაცვლად).
50-60 -ან წლებში გაზ-63 საბჭოთა კავშირში ყველაზე მასობრივი ყველგანმავალი სატვირთო მანქანა იყო. მისი წარმოება 1968 წლამდე გაგრძელდა, რის მერეც ის კონვეიერზე გაზ-66 -მა ჩაანაცვლა. სულ გორკის ქარხანამ 474 464 ცალი გაზ-63 გამოუშვა.
© თბილისის ავტომუზეუმი. 2019