Geo Flag2 EN Flag
Pin It

"წითელქუდა" ტაქსი

 

gaz21taxi02

"ვოლგა" გაზ-21-ის წამოებაში ჩაშვებისთანავე დაიწყო მისი ტაქსოპარკებში მიწოდება - ახალ მანქანას მოძველებული "პობედები" და "ზიმები" უნდა შეეცვალა. თავდაპირველად ტაქსისტები "ვოლგას" სკეპტიკურად შეხვდნენ - "პობედას" ისინი "მუშა მანქანას" ეძახდნენ, "ვოლგას" კი - "სტილიაგას". ასეთი შეფასება უსაფუძვლო არ გახლდათ - პირველ წლებში გამოშვებულ "ვოლგებს" ბევრი ქარხნული დეფექტი აღმოაჩნდათ.

gaz21taxi03

"ვოლგა-ტაქსის" სპეციალური მოდიფიკაცია - ГАЗ-21Т გორკის ქარხანამ მხოლოდ 1962 წელს გამოუშვა, "მესამე სერიის" ათვისებისთანავე. მანამდე ტაქსები სერიული მანქანებისგან თითქმის არ განსხვავდებოდნენ - უბრალოდ რადიომიმღების მაგივრად მექანიკური მრიცხველი ჰქონდათ ჩამონტაჟებული.

gaz21taxi05

 სახელგანთქმულ ქრომირებულ "ირემს" ტაქსებზე მხოლოდ პირველ ხანებში აყენებდნენ, შემდგომში ის წვეთისმაგვარმა ემბლემამ შეცვალა. "საჭადრაკო დაფას" ზოგჯერ ტაქსოპარკებშივე ახატავდნენ, ამდენად აქ ერთიანი სტანდარტი არ არსებობდა.

gaz21taxi04

მგზავრები ხშირად უჩიოდნენ საბარგულის სიმცირეს - "ვოლგის" სოლიდური გაბარიტების მიუხედავად, მისი საბარგული ტევადობით "მოსკვიჩ-408"-საც კი ჩამოუვარდებოდა. პრობლემა მეტად მარტივად გადაწყვიტეს - მთლიანი წინა დივანი ორმა სავარძელმა შეცვალა, თანაც მგზავრის სავარძელი იკეცებოდა და მასზე ბარგის დაწყობა შეიძლებოდა.

gaz21taxi06

ასეთმა გადაწყვეტამ ახალი პრობლემები წარმოშვა - სავარძელი იმდენად არაკომფორტული გამოდგა, რომ ბევრი მგზავრი უკან ამჯობინებდა დაჯდომას, უსაფრთხოებაზე საუბარი ხომ საერთოდ ზედმეტი იყო.

gaz21taxi07

"ვოლგა-ტაქსის" მოდიფიკაციას არ ჰქონდა საფერფლე, სიაგარეტის მოსაკიდებელი, მარცხენა უკანა კარის გაღება კი მხოლოდ გარედან იყო შესაძლებელი.

gaz21taxi01

ტაქსების საშუალო წლიური გარბენი იმ პერიოდში 85 000 კმ-ს შეადგენდა. 300 000 კმ გარბენის შემდეგ მანქანას კაპრემონტი უტარდებოდა. მოსკოვსა და ზოგიერთ სხვა ქალაქში რემონტის შემდეგ სახურავს წითელ ფრად ღებავდნენ, რის გამოც ასეთ "ნარემონტალ" ტაქსებს "წითელქუდებს" ეძახდნენ.

gaz21taxi08

 

© თბილისის ავტომუზეუმი. 2019

 

Pin It

Premium Downlaod Templatesby bigtheme.org

София Дървени дъски

София Иглолистен дървен материал

Online bookmaker Romenia bet365