Geo Flag2 EN Flag
Pin It

იყო თუ არა დაკოპირებული "მოსკვიჩ-412"-ის ძრავა BMW-დან?


დისკუსია ამ თემაზე ინტერნეტში უკვე რამდენიმე წელია, რაც არ წყდება - თითქოსდა მოსკვიჩ-412-ის ძრავა - УЗАМ 412 ზუსტად არის "გადმოხატული" 1962 გამოშვებული BMW M10 ძრავიდან, 1500 კუბ. სმ. მოცულობით.

moskvich engine

არსებობს მეორე, საპირისპირო ვერსიაც: "მოსკვიჩის" ძრავა საბჭოთა კონსტრუქტორებმა "ნოლიდან" შექმნეს, და ბე-ემ-ვეს შესახებ არც არფერი სმენიათ.
სიმართლე, როგორც ყოველთვის, რადიკალურად განსხვავებულ. მოსაზრებებს შორის უნდა ვეძებოთ. პირველ რიგში, არც ერთი მანქანა და მექნიზმი არ შექმნილა სრულ საინფორმაციო ვაკუუმში - მათ შორის დასვლეთ ქვეყნებშიც, სადაც "სამრეწველო შპიონაჟი" უხსოვარი დროიდან ყვაოდა. ზოგიერთი მონაცემებით, თავად M10 ძრავის ბევრი კონსტრუქციული გადაწყვეტა 1935 წლის პარიზის ავტოსალონზე წარმოდგენილი ფრანგული ფირმა Talbot-ის პროდუქციიდან იყო ნასესხები.

BMW Engine M10

M10 ძრავა მართლაც იყო "მოსკვიჩის" ძრავის პროტოტიპი, მაგრამ მისი პირდაპირი კოპირება შეუძლებელი და არამიზნშეწონილი იყო ორიგინალური ტექნოლოგიური ხაზის არსებობის გარეშე. თუ ომისშემდგომ პერიოდში შესაძლებელი იყო გერმანიიდან საწარმოს მთლიანად გადმოტანა თავის სპეციალისტებთან ერთად, სამოციან წლებში ეს მეთოდები უკვე აღარ ჭრიდა.

engine moskvich 412

ამ ორ ძრავას შორის ბევრი იყო საერთო: პირველ რიგში, ნახევარსფერული წვის კამერა და დახრილი ცილინრების ბლოკი, რაც ძრავას უფრო კომპაქტურს ხდიდა და ადაბლებდა სიმძიმის ცენტრს. ამასთან ერთად, იყო ბევრი განსხვავებაც: განსხვავებული ცილინდრების გეომეტრია, ზეთოს მოწოდების სისტემა და კიდევ ბევრი სხვა კონსტრუქციული დეტალი.

moskvich 412 2

 

© თბილისის ავტომუზეუმი. 2019

 

Pin It

Premium Downlaod Templatesby bigtheme.org

София Дървени дъски

София Иглолистен дървен материал

Online bookmaker Romenia bet365