Geo Flag2 EN Flag
Pin It

 

ანეკდოტები "ზაპოზე"

90-იან წლებში პოპულარული იყო ანეკდოტების მთელი სერია, რომელთაც ერთი და იგივე დასაწყისი ჰქონდათ: "შუქნიშანზე გაჩერებულ "მერსედესს" უკნიდან "ზაპოროჟეცი" ეჯახება..."

zapo01

ეს ანეკდოტები რეალობას მოწყვეტილი სულაც არ ყოფილა: "ზაპოროჟეცები" მართლაც გამოირჩეოდნენ მეტად არასანდო სამუხრუჭე სისტემით. 60-იან წლებში საბჭოთა კავშირში გამოშვებულ ყველა მანქანის (სამთავრობო "ზილების" გარდა) სამუხრუჭე სისტემა ერთკონტურიანი იყო. მხოლოდ ერთი შლანგის გაწყვეტისას მუხრუჭი მწყობრიდან გამოდიოდა, თუმცა იმ დროს გზებზე ჯერ კიდევ არც ისე ბევრი მანქანა დაიარებოდა და სიჩქარეც მაღალი არ იყო.

zapo02

"ზაპოროჟეცზე" ორკონტურიანი მურუჭის დაყენება მხოლოდ 1973 წელს, 968а მოდიფიკაციიდან დაიწყეს. ყველაფერთან ერთად, ცილინდრებიდან სითხის ხშირი გაჟონვის გამო მუხრუჭი ეფექტურობას კარგავდა.

zapo03

თანდათან, მოძრაობის ინტენსივობის ზრდასთან და ქუჩებში ძვირადღირებული მოდელების მომრავლებასთან ერთად, "ზაპო" ავტომფლობელებისთვის მართლაც თავის ტკივილად იქცა. 90-იანი წლებისთვის "ზაპოროჟეცთა" უმრავლესობის ტექნიკური მდგომარეობა სავალალო იყო, რაც ავარიის რისკს კიდევ უფრო ზრდიდა.

zapo04

 

 

© თბილისის ავტომუზეუმი. 2019 

 

Pin It

Premium Downlaod Templatesby bigtheme.org

София Дървени дъски

София Иглолистен дървен материал

Online bookmaker Romenia bet365