Geo Flag2 EN Flag
Pin It

 

ფუტურისტული ავტობუსი ფილმიდან "Stolen Harmony"

 

ავტობუსი ფუტურისტული არტ-დეკოს სტილში 1935 წელს სტუდია "პარამაუნტის" მიერ გადაღებული მუსიკალური კომედიისთვის "Stolen Harmony". ფილმში მონაწილეობდნენ ისეთი შემსრულებლები, როგორც ჯორჯ რაფტი, ლოიდ ნოლანი და ბილ კეგნი, ასევე რონალდ რეიგანის მომავალი პირველი მეუღლე - ჯეინ უაიმანი.

 artdeko

დეტალური მონაცემები ავტობუსის კონსტრუქციის შესახებ ვერ მოიძებნა. როგორც ჩანს, ის სტანდარტული ექვსბორბლიანი შასის ბაზაზე იყო აწყობილი. გაურკვეველია, საიდან ხორციელდებოდა მართვა: მართლაც მაღლა ატანილი მძღოლის კაბინიდან, თუ ქვემოთ განლაგებული შენიღბული ადგილიდან, თუმცა ვიდეორგოლის 42-43 წამზე ქვემოთ, წრიული ღიობის სიღმეში საქარე მინიდან ანარეკლი შეიძლება შევნიშნოთ - შესაძლოა, მანდ იყო ნამდვილი კაბინა.

 

© თბილისის ავტომუზეუმი. 2019

 

Pin It

Premium Downlaod Templatesby bigtheme.org

София Дървени дъски

София Иглолистен дървен материал

Online bookmaker Romenia bet365